Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“

დეკემბერი 10, 2025 / 16:00 - 18:00

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“.

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, დაწერილი  ესეი გადმოგვცემს, როგორ შეუძლიათ ჩვეულებრივ, უძალო ადამიანებს წინააღმდეგობა გაუწიონ რეპრესიულ სისტემას სიმართლეში ცხოვრებით.

ჰაველის მთავარი იდეაა, რომ სიმართლე თავად არის წინააღმდეგობის ფორმა – როდესაც პიროვნება უარს ამბობს ტყუილში მონაწილეობაზე, ის ამხელს სისტემის სისუსტეს და გვიჩვენებს ინდივიდის როლს ავტორიტარულ სისტემებში.

ღონისძიება ახალგაზრდებს დაეხმარება, გააანალიზონ:

  • როგორ უწყობს ხელს დუმილი და კონფორმიზმი უსამართლობის გამყარებას;
  • რატომ არის სიმართლის თქმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა;
  • ახალგაზრდების როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

ღონისძიების ყველა მონაწილე დასაჩუქრდება ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნით „ძალა უძალოთა“.

მომხსენებლები: პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი; ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ნიკა გურინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

მოდერატორი  თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
დეკემბერი 10, 2025
Time:
16:00 - 18:00
Event Categories:
,