Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ სუდიპ ჯანას სემინარი „სინათლე ნეიტრინოებიდან”

სექტემბერი 19 / 16:00 - 17:00

19 სექტემბერს, 16:00 სათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ჰარიშ ჩანდრას კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი სუდიპ ჯანა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „სინათლე ნეიტრინოებიდან”.

მომხსენებელი ნეიტრინოს არასტანდარტულ ურთიერთქმედებათა შესახებ შესავლის შემდეგ ყურადღებას გაამახვილებს ნეიტრინოს ელექტრომაგნიტურ თვისებებსა და კავშირზე მაგნიტურ მომენტსა და ნეიტრინოს მასის წარმოქმნის მექანიზმს შორის. ასევე განიხილავს მოდელებს, რომელთა ჩარჩოებშიც ნეიტრინობს გააჩნიათ დიდი მაგნიტური მომენტი და მცირე მასები. ასევე წინასწარმეტყველებენ დამუხტულ ლეპტონთა ანომალურ მაგნიტურ მომენტს. ასევე განხილულ იქნება მომავალ ექსპერიმენტებში ნეიტრინოს არასტანდარტული ურთიერთქმედებებისა და ელექტრომაგნიტური თვისებების შესწავლის პერსპექტივები როგორც ლაბორატორიებში, ასევე ასტროფიზიკურ დაკვირვებებში. მოხსენება ეფუძნება შრომებში –hep-ph 2303.13572, 22001950, 2104.03291, 2407.06251 და 2007.04291– გამოქვეყნებულ შედეგებს.

სუდიპ ჯანას დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) მიენიჭა აშშ-ში, ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019–2024 წლებში იგი მუშაობდა მკვლევრად

ჰეიდელბერგის მაქს პლანკის ინსტიტუტში (გერმანია). 2024 წლიდან არის ასისტენტ პროფესორი ჰარიშ ჩანდრას კვლევით ინსტიტუტში, ინდოეთში.

სამუშაო ენაინგლისური

დრო19 სექტემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025