
17 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია.
ნომერი ეძღვნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს. გამოცემის თემატიკა იმდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება, რომ იგი ერთ-ერთმა თეოლოგიური კვლევების აკადემიამ საზღვარგარეთაც დაბეჭდა და გაავრცელა.
ღონისძიებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახსნის. დეკანოზი გიორგი წეროძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი, ისაუბრებს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ცხოვრებასა და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაზე. შეხვედრას ექნება დისკუსიის ფორმატი.
ჟურნალში წარმოდგენილია თანამედროვე თეოლოგიის მნიშვნელოვანი ავტორების ნაშრომები, მათ შორის:
- რადუ ბორდიანუ – მართლმადიდებელი რუმინელი მღვდელი და დუკეინის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი (პიტსბურგი, აშშ);
- ეპისკოპოსი მაქსიმ ვასილიევიჩი – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი დასავლეთ ამერიკაში;
- პანთელის კალაიძიდისი – თეოლოგიის დოქტორი, ვოლოსის თეოლოგიური სკოლის დირექტორი (საბერძნეთი);
- პოლ მაკპარტლანი – რომის კათოლიკე მღვდელი, კოლეჯის Mater Ecclesiae რექტორი და წმ. მერის უნივერსიტეტის პროფესორი (ტვიკენჰემი, დიდი ბრიტანეთი);
- არისტოტელე პაპანიკოლაუ – ფორდემის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი (აშშ), მართლმადიდებლური ქრისტიანობის კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი;
- როუენ უილიამსი – კენტერბერის ყოფილი მთავარეპისკოპოსი (2002-2012), გაერთიანებული სამეფო;
- იოანე ქრისავგისი – მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკვანი და ბოსტონის წმინდა ჯვრის თეოლოგიური სასწავლებლის თეოლოგიის პროფესორი (აშშ).