6 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“.
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“, რომლის მიზანია მეცნიერების, სურსათის უვნებლობისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტთა კვლევების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესეი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს.
ესეის სასურველი თემები:
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. მან უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არაუგვიანეს 1-ლი ივნისისა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge
კონკურსის ეტაპები
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 6 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1
დასწრება თავისუფალია.