Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი

ივნისი 5 / 16:00 - 17:00

5 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი.

სემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე.

მომხსენებლები:

  • პროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები;
  • ასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი პრაგმატიკის, ფსიქოლინგვისტიკისა და კოგნიტური ლინგვისტიკის ჭრილში“;
  • დოქტორანტი ნონა მაზიაშვილი – „ფიცჯერალდი და კონრადი“;
  • დოქტორანტი ქეთევან გახოკია – „დიდი გეტსბი – მოდერნისტული რომანი“;
  • დოქტორანტი ია ჯეჯელავა – „დიდი გეტსბი და მდინარე“;
  • დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი – „დიდი გეტსბი – ეპიკური გმირი“.

სემინარს წარუძღვება პროფესორი პაატა ჩხეიძე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივნისი 5
Time:
16:00 - 17:00
Event Category: