
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება WordPress Tbilisi Meetup-ის მეორე შეხვედრა.
ღონისძიებათა ციკლის მიზანია WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება საქართველოში.
თემები და სპიკერები:
WordPress 6.9-ის სიახლეები – დიმიტრი გოგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, WordPress-ის მაინთაინერი;
WordPress-ში ეფექტური კონტრიბუციის გზები – გიორგი მამადაშვილი, GoDaddy-ის თანამშრომელი, WordPress-ის ძირითადი გუნდის წევრი და კომიტერი;
WooCommerce საიტზე გადახდების მიღება Flink-ის მაგალითზე – სერგი ხიზანიშვილი, Flink-ის თანადამფუძნებელი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: meetup@wp.ge
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32