Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“

აპრილი 22 / 18:00 - 19:00

22, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალის Philosophy, Theory, and Practice in Biology რედაქტორი, პროფესორი არლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე.

ლექციების თემები:

  • საფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;
  • ბუნებრივი გადარჩევა, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;
  • განვითარების ბიოლოგია, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ.

რეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22, 24, 25 აპრილი, 18:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2025