
25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“.
კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა და კორეასა და საქართველოს შორის სამრეწველო თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროების იდენტიფიცირება.
ღონისძიება აერთიანებს აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. მონაწილეები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სტრატეგიებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ბმულში.
დრო: 25 ნოემბერი, 10:30-12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1