
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გამართავს საჯარო შეხვედრებს სამუშაო გარემოში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტური გადაჭრის გზებზე სასაუბროდ.
შეხვედრებს გაუძღვება ორგანიზაციული ფსიქოლოგი საბა ჩიხლაძე, რომელიც სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად განიხილავს პიროვნული გადაწყვეტილებების, ურთიერთობების და ძალაუფლების გავლენას სამუშაო გარემოზე.
მომხსენებელი სამუშაო გარემოს სირთულეების ილუსტრაციისთვის განიხილავს შექსპირის ტრაგედიებს, როგორც თეორიულ და ანალიტიკურ პარადიგმას.
22 დეკემბერი
ჰამლეტი – ორგანიზაცია და საზრისის კრიზისი
როგორ ჩნდება გაურკვევლობა და იკარგება მიზანი ორგანიზაციულ კონტექსტში.
23 დეკემბერი
მაკბეტი – ამბიციის მართვა და თავისუფალი ნება
სად გადის ზღვარი ჯანსაღ და დამაზიანებელ ამბიციას შორის და რა გავლენა აქვს გუნდზე.
24 დეკემბერი
ოტელო – სოციალური სტატუსი და მიკროკონფლიქტები
როგორ წარმოქმნის კონფლიქტს სამუშაო გარემოში გაურკვევლობა, ეჭვი და რეპუტაციის შიში.
26 დეკემბერი
მეფე ლირი – ეგოცენტრიზმი და დიალოგის გაწყვეტა
რა ხდება, როცა ლიდერი ვერ უსმენს გუნდის წევრებს და რატომ ირღვევა სისტემა, როდესაც კომუნიკაცია ქრება.
თარიღი და დრო: 22, 23, 24, 26 დეკემბერი, 17:00 საათი
სურვილის შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია დაესწროს ყველა შეხვედრას.
მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/zDzfwz34tP2GyKu98