18 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი ანა ლოლუა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Between Imperial and Anti-Imperial: The Case of the Georgian State Museum since the Early Bolshevik Period up until the Perestroika („ანტი-იმპერიული და იმპერიული: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ადრეული ბოლშევიკური პერიოდიდან ვიდრე „პერესტროიკამდე“).
ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
ავტორი მიზნად ისახავს ამ ნაშრომით წვლილი შეიტანოს საბჭოთა და რუსეთის იმპერიის კვლევებში ე.წ. არარუსული პერიფერიის პერსპექტივიდან. სამუზეუმო გამოფენების longue durée ისტორიის ჭრილში ის აჩვენებს, რომ საბჭოთა ქართული ნაციონალიზმი იყო როგორ ანტი-იმპერიული, ასევე იმპერიული მახასიათებლების მატარებელი და ხსნის, რა როლი ჰქონდათ კურატორებს, სამუზეუმო ნივთებსა და გამოფენებს ქართველი ერის პარამეტრების ჩამოყალიბებაში.
დოქტორანტი მიმოიხილავს იმ უჩვეულო შემთხვევებს, როდესაც ადგილობრივ აქტორებს ჰქონდათ სამუზეუმო ნივთებითა და სივრცეებით გაშუალებული ავტონომიური მოქმედების ველი საბჭოთა ხელისუფლებასთან და კრემლთან მიმართებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები ანკე ჰილბრენერი და მარია როდი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 ივლისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის გამზ. N1
დასწრება თავისუფალია.