Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სულხან-საბა ორბელიანი − ქართული ფილოლოგიური ტრადიციის განახლება

აპრილი 14 / 14:00 - 16:00

14 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ქართულ ფილოლოგიასა და თანამედროვე ლექსიკოგრაფიაში.

პროგრამა

სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის მოგზაურობა ევროპაში (ემანუელ დე იგლესიასის ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი) − ილიაუნის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე

კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეოთხე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება − ილიაუნის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე

ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის ახალი ვერსიის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მჭედლიშვილი

ინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონის პლატფორმის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ოქროპირიძე

დრო: 14 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
აპრილი 14
Time:
14:00 - 16:00
Event Category: