Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მიღება საზაფხულო სკოლაში

ივნისი 14 / 10:00 - ივლისი 1 / 11:00

14 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან.

საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით.

სკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, პროგრამით ასევე დაგეგმილია 4-დღიანი საველე გასვლა ღამისთევით თიანეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ტყეში, სადაც ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია სატყეო საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოიწერონ იმეილზე 13 ივნისის ჩათვლით. საკონტაქტო ელფოსტა: vasil.metreveli.1@iliauni.edu.ge

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1