13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის, თერგდალეულების, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის.
საუბარი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მათ სტრატეგიას.
შეხვედრის მონაწილენი განიხილავენ თერგდალეულთა მოძრაობის შიდა დაძაბულობასა და გაკვეთილებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების უკეთ გასაგებად და აღსაქმელად.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები გია ნოდია და ბელა წიფურია.
მოდერატორი – ილიაუნის მოწვეული მასწავლებელი ვალერიან სიხუაშვილი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32