12 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები
სოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე.
კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები.
კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები.
კონფერენციის დღის წესრიგის სანახავად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
დრო: 12 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.