Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია

აპრილი 16 / 19:00 - 20:00

16 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება  დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია.

წიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა.

წიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი  განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ.

ჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის?

პასუხი შეიძლება სამგვარი იყოს:

  • ქართული და პოლონური ნაციონალიზმი რუსეთის იმპერიის ჩრდილქვეშ ყალიბდებოდა ორივე ერისათვის, ძირითადად, რუსები იყვნენ კოლონიური თუ პოსტკოლონიური „სხვა“;
  • ჩვენი ეროვნული თავგადასავლის გასაცნობიერებლად შედარებითი მეთოდი შეუდარებელია;
  • თანამედროვე ერად ჩამოყალიბებული პოლონური მაგალითი წარმატებულად უნდა შეფასდეს, საქართველოს კი ამ მხრივ ჯერაც ბევრი განსაცდელი ელის. შესაბამისად, წიგნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის პერსპექტივები, ევროპეიზაციის ქართული შუქ-ჩრდილები პოლონური მაგალითის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს და სამომავლო ძალისხმევის ვექტორს აჩვენებს.

ნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ.

სამუშაო ენაქართული

დრო16 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობაწიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.