ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელე არტონი, რომელიც წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კოლონიური გამოძახილი და ყოველდღიური არჩევანი: ძალები, რომლებიც განსაზღვრავს ენობრივ პოლიტიკას“ (Colonial Echoes and Everyday Choices: The Forces Shaping Language Policy).
დანიელე არტონი ენათმეცნიერების დოქტორი და ასოცირებული პროფესორია სლავისტიკის მიმართულებით ვერონის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მეორე ენის სწავლებისა და ათვისების, პრაგმატიკისა და სოციოლინგვისტიკის საკითხებს. პროფესორი არტონი აქტიურად იკვლევს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ენობრივ პოლიტიკასა და სოციალურ დინამიკას.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
ლექცია ტარდება პროგრამის Erasmus+ ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.