Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

ივნისი 4 / 12:00 - 13:00

4 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA), ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

საკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების სხვადასხვა სქემას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დამსწრეთ.

შეხვედრაზე განხილული დაფინანსების სქემები ნებისმიერ კვლევით მიმართულებას მიესადაგება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის, მათთვის, ვისაც ბოლო 12 წელია მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ასევე 40 წლამდე ნებისმიერი მეცნიერისთვის COST პროგრამაში მონაწილეობისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. შეხვედრის დღის წესრიგი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივნისი 4
Time:
12:00 - 13:00
Event Category: