
10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“.
ვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე.
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან იაპონური ენის ასპექტებსა და ანბანის, კატაკანის წარმოშობის ისტორიას. შეიმეცნებენ იაპონური კალიგრაფიის, შოდოს კულტურას და იაპონური ფუნჯებით დაწერენ საკუთარ სახელებს. შეისწავლიან ორიგამის ხელოვნებას და შექმნიან ქაღალდის ფიგურებს.
სამუშაო ენები: ქართული, იაპონური და ინგლისური
დრო: 10 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.