
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“.
ღონისძიება გაიმართება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.
მომხსენებლები განიხილავენ ძალადობის ფორმებსა და მათი გამოვლენის სირთულეებს, სახელმწიფო სერვისების მიღების წინაპირობებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მომსახურებას.
მომხსენებლები: მარი მესხი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ინდირა რობაქიძე, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულის, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელი, გოგა ხატიაშვილი, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.