10 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრში (S800) ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს ლექციას „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“.
მომხსენებელი ისაუბრებს ფარდობითობის თეორიის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ასევე, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ თეორიის დასასრული.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.