Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კარიერული განვითარების პროექტი Level Up – მეორე ნაკადის დამატებითი ლექცია „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“

დეკემბერი 9, 2025 / 16:00 - 18:00

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების მენეჯერი გიორგი ჩანტლაძე წაიკითხავს ლექციას „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში.

ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია დასაქმების პროცესებისა და ონლაინკომუნიკაციის თანმდევი საფრთხეების შესახებ.

მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება ყალბი ვაკანსიების ამოცნობა, რა განსხვავებაა Fraud-სა და Scam-ს შორის, როგორ შეიძლება თაღლითობის გამოვლენა სამუშაო გარემოში და თავის დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან.

სამუშაო ენა: ქართული

დრო9 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
დეკემბერი 9, 2025
Time:
16:00 - 18:00
Event Category: