
3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თინათინ ხაჩიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ლიბერალური ნეიტრალობის პრინციპი – სამართლებრივი და ფილოსოფიური ანალიზი“ (Liberale Neutralität – eine juristische und philosophische Analyse).
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუთმანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია
სამუშაო ენა: გერმანული
დრო: 3 თებერვალი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026