
24 დეკემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია თემაზე: “Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg”.
თემის მოკლე აღწერა
ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. კიბოსა და პაპილომა ვირუსს შორის ეტიოლოგიური კავშირის დადგენამ განაპირობა სხვადასხვა პრევენციის პროგრამების განვითარება, როგორებიცაა სკრინინგი და ვაქცინაცია. მომხსენებლის სადოქტორო ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ამ პროგრამების შესწავლა და შეფასება ლუქსემბურგში. რეფერალური ლაბორატორიის მონაცემების საფუძველზე დადგინდა საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის საკმაოდ მაღალი აქტივობის მაჩვენებელი, რომელმაც მდედრობითი სქესის მოსახლეობაში 75 პროცენტი შეადგინა.
აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების მაჩვენებელმა 62 პროცენტს მიაღწია და მნიშვნელოვნად იცვლებოდა სხვადასხვა ეროვნებისა და რეგიონების მიხედვით. ვაქცინის ეფექტურობის შესწავლის მიზნით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 716-მა ქალმა. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორვალენტური და ოთხვალენტური ვაქცინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აპვ-ის გავრცელებაზე. დამატებით ვირუსის დნმ-ის სეკვენირების საფუძველზე მომხსენებელმა აღმოაჩინა ახალი შტამი, რომელიც კლონირებული იქნა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერალურმა ლაბორატორიამ მას მიანიჭა ნომერი 226.
სადოქტორო ნაშრომის შედეგებმა აჩვენა, რომ სკრინინგისა და ვაქცინაციის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების შემთხვევებს ლუქსემბურგში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 24 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]