Loading Events

« All Events

  • This event has passed.

”Cadillac Dreams”- კინოჩვენება და დისკუსია

დეკემბერი 6, 2019 / 19:00

„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა, ოცნებები კადილაკზე კი – ძალიან შორეული.

ფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტისთვის No Future Land ბაქოში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

მომხსენებელი: ანა წურწუმია, პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების მკვლევარი
ლევან ასათიანი, Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

მოდერატორი: თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 6 დეკემბერი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 6, 2019
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: