Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოქტორ კატარინა შიდლოს საჯარო ლექცია

ნოემბერი 29, 2019 / 17:00

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, დოქტ. კატარინა შიდლო წაიკითხავს მოხსენებას „გაყიდვების სფეროში მუშაობის შუა საუკუნეების ისლამური სტილი. ისლამურ ეკონომიკაში ზოგიერთი ყველაზე საკამათო კომუტატური კონტრაქტის მოკლე ისტორია“.

კატარინა შიდლო ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია.

თემის მოკლე აღწერა 

Bayʿsalam/salaf – საქონლის გაყიდვა შემდგომ მიწოდებით და ადგილზე გადახდით უეჭველად წარმოადგენს ისლამურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული კომუტატიური კონტრაქტის სახეობას. ისეთი საქონლის გაყიდვა, რომელსაც არ ფლობს გამყიდველი, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ საქონელი კონტრაქტის დადების დროს ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, წესით აკრძალული უნდა ყოფილიყო სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა სწავლულ-იურისტთა უმეტესობა salam-ის ტიპის კონტრაქტს დასაშვებად მიიჩნევს მუჰამედთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჰადისიდან (გადმოცემიდან) გამომდინარე. ლექციაზე განხილული იქნება bayʿsalam-ის შესახებ კოლექტიური განსჯის პროცესი, რის შედეგადაც ის ისლამური ფინანსური კონტრაქტების ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობად იქცა.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 29 ნოემბერი, 17.00-18.30 სთ.

ადგილმდებარეობა: S201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 29, 2019
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: