
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.
მასტერკლასი საინტერესო იქნება ინტელექტუალური სამაგიდო თამაშებით დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება სხვადასხვა სტრატეგიულ თამაშს. წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა სამაგიდო თამაშები „ვეხისტყაოსნის“ თემაზე. ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები ცოცხალი ურთიერთობის, საღამოს მეგობრების წრეში გატარების კარგი საშუალებაა. ხალხური „ვეფხისტყაოსანი“, ავთანდილობა თუ შერმადინობა, გადამწერთა ჩამატებები – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნება „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის შემქმნელი ლევან გელაშვილი, რომელიც ისეაუბრებს შემდეგ თემებზე:
რა არის სტრატეგია?
როგორ შეიძლება სტრატეგიული აზროვნების განვითარება?
როგორ შეიძლება სტრატეგული თამაშების შექმნა?
რა სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდე შექმნის პროცესში?
ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ სხვადასხვა ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები, რომელთა გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციითაა წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას მისცემს თვითონ მიიღონ მონაწილეობა არსებული თამაშების ახალი ვარიაციების მოფიქრებაში.
დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: S 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]