
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია, გერდა ჰენკელის ფონდის დაფინანსებით, მესამე წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მთა ,,ნაზარლებზე“ იკვლევს გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის (ქრისტემდე XIV–X სს.) ნაქალაქარს და ციტადელზე გამოვლენილ სამლოცველოს.
ამა წლის 21 ნოემბერს, 18 სთ-ზე, ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფ. პაატა ბუხრაშვილი წარმოადგენს 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშს.
დრო: 21 ნოემბერი, 18:00 საათი.
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]