Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია „მწვანე ეკონომიკა“

ივლისი 4, 2019 / 16:00

4 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც დაგროვილი აქვთ 60 და მეტი კრედიტი, ვიწვევთ მწვანე ეკონომიკის სკოლის (CENN) პროექტის კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის საჯარო ლექციაზე: „მწვანე ეკონომიკა“.

  • თუ გაინტერესებთ ტურიზმი, მდგრადი განვითარება და გარემოსადმი მეგობრული, მწვანე ბიზნესმოდელები;

  • თუ გსურთ, მოიპოვოთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა;

  • თუ გსურთ, 2019 წლის ზაფხული გაატაროთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ადგილებში და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება;

  • თუ გსურთ, შეარჩიოთ საინტერესო იდეა საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომისთვის;

  • თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის სიღარიბის დაძლევაში;

  • თუ გსურთ, მოიპოვოთ საუკეთესოს ტიტული და აღიარება სახელმწიფო სტრუქტურებისგან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 4 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/DbPnKYJCsQeN5xVv9

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

 სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 15:50 საათი

დრო: 4 ივლისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 4, 2019
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: