Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ გიგა ზედანიას საჯარო ლექცია „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“

ივნისი 21, 2019 / 16:00

21 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გიგა ზედანიას საჯარო ლექციაზე: „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 21 ივნისს, 12:00 საათამდე, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Rrn9UNaD99rw2xmU6

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 15:50 საათი

დრო: 21 ივნისს, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 21, 2019
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: