
30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი და ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ მოწვეული კონსულტანტი, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე წაიკითხავს მოხსენებებს თემებზე:
გრამატიკული კატეგორიების, როგორც კულტურული კატეგორიების ტიპოლოგია (მოხსენება BA, MA, PhD სტუდენტებისათვის);
ახალი ნასესხობების მორფოსინტაქსი ქართულში (ფართო აუდიტორიისათვის).
ღონისძიება გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში” (N217344) ფარგლებში.
დრო: 30 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]