
31 მაისს, 17:00 საათზე, ილიაუნის D 305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი კიმიხი ისაუბრებს თემაზე: „არავის მიწის კოლონიზება? რამდენიმე შენიშვნა კულტურის ისტორიის ერთი რთული კატეგორიის თაობაზე” (Colonizing no man´s land? Some remarks about a difficult category in cultural history).
მომხსენებლის შესახებ
დოროთი კიმიხი, გერმანელი ლიტერატორი და კულტურის თეორეტიკოსი, ახალი გერმანული ლიტერატურის პროფესორია ტიუბინგენის უნივერსიტეტში. მისი ბოლოდროინდელი ნაშრომებიდან გამოირჩევა მსგავსების, როგორც კულტურულ-თეორიული პარადიგმის, კვლევა.
დოროთი კიმიხის რჩეული ნაშრომებია: Lebendige Dinge in der Moderne. Konstanz University Press, Konstanz 201; თობიას ვილკესთან ერთად: Einführung in die Literatur der Jahrhundertwende (= Einführungen Germanistik). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2006
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 31 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: D 305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]