Loading Events

« All Events

  • This event has passed.

TBC ბანკის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში

მაისი 16, 2019 / 14:00

16 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას TBC ბანკის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით.

შეხვედრა დააინტერესებთ ნებისმიერი კურსისა და მიმართულების, განსაკუთრებით საბანკო-საფინანსო საქმის მიმართულების, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

 

დრო: 16 მაისი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, -1 სართული, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 16, 2019
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: