Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა IGG-ის სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

მაისი 16, 2019 / 13:00

16 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის (IGG) წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ.

შეხვედრაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ პირებს გასაუბრებაზე დაიბარებენ შერჩევის მიზნით.

დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/2WBCADm

კომპანიის შესახებ

IGG ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

IGG მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და აუცილებელი დაფარვებით შექმნილ სადაზღვევო პოლისებს. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში კომპანია სარგებლობს სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან.

 

დრო: 16 მაისი, 13:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტურ სივრცე, -1 სართული, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 16, 2019
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: