
15 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტში ილიაუნი+ მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას პროექტის, პრაქტიკული კურსების სილაბუსების, ჩატარების განრიგისა და სატესტო დავალებების შესახებ.
ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.
პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტის მხარდაჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი.
პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eSeXu
დრო: 15 მაისი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]