
28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „აკადემიური გამოცემა: რეცენზირებადი წიგნები და სტატიები“.სემინარზე მიმოხილული იქნება აკადემიური გამოცემის სხვადასხვა ფორმატი, ასევე აკადემიური სტატიის გამოქვეყნებისას არსებული სირთულეები და სტრატეგიები.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
სემინარს გაუძღვებიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: ფლორიან მულფრიდი, თამთა ხალვაში და ქეთევან გუჩიანი.
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 28 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]