
16 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ლარნაკი და ბულბული: კიტსის რომანტიკული პოეზია ორი ლექსის მაგალითზე“.
დრო: 16 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]