Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პოლიტიკის კვლევის მეთოდების შესახებ პოლონელ ავტორთა კრებულის პრეზენტაცია

აპრილი 11, 2019 / 17:00

11 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პოლონელ ავტორთა კრებულის „პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ითარგმნა ქართულ ენაზე.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური ცოდნისა და „ტექნიკური დახმარების“ ერთგვარი მიმოხილვა, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
პრეზენტაციას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ზემოაღნიშნული პუბლიკაციის ავტორები – რომან ბაკერი და მარია ვინცლავსკა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 11, 2019
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: