Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია „იძულებითი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის გლობალური მანდატი“

აპრილი 8, 2019 / 15:00

8 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია: „იძულებითი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის გლობალური მანდატი“.

მომხსენებელი იოჰანეს ვან დერ კლაუ,გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო).

ლექციაზე განხილული იქნება გაეროს უმაღლესი კომისარიატის უმთავრესი მანდატი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და მათი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გზების პოვნაში, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოში საქმიანობის სპეციფიკა.

ლექციას მოდერირებას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ფორჩხიძე.

ლექციის დაწყებამდე ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის.

ცერემონიაზე იგეგმება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიაში მიერ ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის ლიტერატურის გადაცემა.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 8 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 8, 2019
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: