
ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის პროექტის„ჰერიტაგი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „გეოგრაფიკთან“ – თანამშრომლობით დაფუძნდა ტურიზმისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი, ხოლო ილიაუნიში შეიქმნა გეოინფომაციული ტექნოლოგიის ლაბორატორია, რომლის აღჭურვილობაც „ჰერიტაგის“ ფარგლებში შეიძინეს.
12 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელები პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ისაუბრებენ არსებული შესაძლებლობების, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალებისა და სამომავლო ტრენინგკურსების შესახებ.
დრო: 12 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]