
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
21 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
ვაკანსიები: სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით – ჟურნალისტი, ოპერატორი, გრაფიკული დიზაინერი, მემონტაჟე, ხმის რეჟისორი და ა. შ.
ვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება
ვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: გაყიდვები, მარკეტინგი, მედია, დიზაინერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: ბიზნესრეპორტიორი, ანალიტიკოსი, ჟურნალისტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: პიარი, მარკეტინგი, მედიამენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: გაყიდვები, მარკეტინგი, ტელემარკეტინგი
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
ვაკანსიები: მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 21 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის ⅗), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH
[wpai_display_imported_files_here]