
6 მარტს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ წიგნის „ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ” პრეზენტაციაზე.
მომხსენებლები:
○ თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
○ ნარგიზა არჯევანიძე – გენდერის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოდერატორი: თამთა მელაშვილი – გენდერის კვლევის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გენდერული პროგრამის ფარგლებში გამოსცა პუბლიკაცია „ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ”, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განნმავლობაში შექმნილ ფემინისტური თეორიის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ტექსტს აერთიანებს:
►„სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელად ყოფნა”
ედრიენ რიჩი
თამთა მელაშვილის თარგმანი
►„დასავლეთის მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები”
ჩანდრა ტალპად მოჰანტი
ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი
►„ქალთა დაქვემდებარება და კანონის როლი”
ნადინ ტაუბი და ელიზაბეთ შნაიდერი
გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
►„ქალებისთვის მულტიკულტურალიზმი ცუდი ხომ არ არის?”
სიუზან მოლერ ოკინი
გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
►„კულტურის არსი და ისტორიის საზრისი: კულტურული ესენციალიზმის ფემინისტური კრიტიკა”
უმა ნარაიანი
ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი
►„რიგების შევსება: ქალების, როგორც დედების, სამხედრო მომსახურეების, ფემინისტებისა და მოდის დიზაინერების მილიტარიზაცია”
სინთია ენლოუ
მარიამ ჭანჭალეიშვილის თარგმანი
პუბლიკაციის რედაქტორები: თამარ ცხადაძე, ეთუნა ნოღაიდელი
წინასიტყვაობის ავტორი: თამარ ცხადაძე.
დრო: 6 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]