
კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. 7 და 8 მარტს, ნახევარი დღის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.
დრო:
7 მარტი, 13:00-20:00
8 მარტი, 9:00-12:00
სამიზნე აუდიტორია:
სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით.
ამოცანები:
სესია 1. იდეის განვითარება – 7 მარტი, 2019
გაცნობითი სესიის გარდა პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი იქნება ტრენინგის ძირითადი ხელმძღვანელი.
სესია 2. ბიზნესის განვითარება – 8 მარტი, 2019
სესიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ლიცენზირებისა და პატენტირების სპეციალისტი თეონა ბებია.
სამუშაო ენა: ინგლისური
რეგისტრაციის ვადა: 6 მარტი, 18:00
ხელმძღვანელების შესახებ
პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი
ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი
(ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი): უმაღლესი განათლების მართვა, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), MSc (მეცნიერების მაგისტრი): უძრავი ქონების მართვა, BA (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; წარჩინებით), MBTI-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი;ILM-ის სერტიფიკატი
გურპრიტი არის ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. ოლდრიჯის აღნიშნულ ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. იგი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.
უფრო ადრე გურპრიტი London South Bank University-ის კვლევის, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელშიც მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა.
გურპრიტმა, როგორც ინსპირაციულმა, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრები და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან.
მის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება.
გურპრიტი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული.
დავით ჩეჩელაშვილი
დავით ჩეჩელაშვილს, მეწარმეს, 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა, როგორც საცალო ისე საგანმანათლებლო სფეროებში.
დავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.
როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე როგორც NEUR Optics-ისა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D, Neurok, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).
2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია, ასევე არის პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს.
[wpai_display_imported_files_here]