
11 თებერვალს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR17– 62) – „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ – ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხავენ ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) მკვლევრები გაბრიელ ბოდარი და ვალერია ვიტალე.
ლექციის თემაა: ციფრული ჰუმანიტარიის კვლევის ახალი მეთოდები. Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc and Pelagios“.
სამუშაო ენა: ინგლისური.
დრო: 11 თებერვალი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]