Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო სემინარი ციფრულ ეპიგრაფიკაში

თებერვალი 6, 2019 / 11:34

11-15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ვორკშოპს ციფრულ ეპიგრაფიკაში: Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc and Pelagios

სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებენ ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი, ციფრული ეპიგრაფიკის სტანდარტის თანაავტორი, გაბრიელ ბოდარი (Gabriel Bodard) და ამავე უნივერსიტეტის მკვლევარი ვალერია ვიტალე (Valeria Vitale).

ვორკშოპი გაიხსნება ღია ლექციით ციფრული ჰუმანიტარიისა და კვლევის ახალი მეთოდების შესახებ: Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc and Pelagios, რასაც მოსდევს ოთხდღიანი კურსი წარწერების სტანდარტის მიხედვით კოდირებასა და გეო-ვიზუალიზაციაში.

სემინარი ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი” (FR17_62).

სემინარის შესახებ ინფორმაცია იხ. ჟურნალ Current Epigraphy-ის ვებგვერდზე. 

სემინარის პროგრამა

ორშაბათი, 11 თებერვალი

  • 16:30  წიგნის სახლი „ლიგამუსი“
    პროფ. გაბრიელ ბოდარის საჯარო ლექცია: Digital Humanities Communities: Research background

სამშაბათი, 12 თებერვალი

  • 10:00 შესავალი გეო-ანოტირებაში
  • 10:45 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 11:00 Recogito. სავარჯიშოები
  • 12:00 გეო-ვიზუალიზაცია. ღია ბმულებით დაკავშირებული მონაცემები.
  • 13:00 შესვენება
  • 14:00 ციფრული რუკები. სავარჯიშოები
  • 15:00 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 15:30 შეკითხვები/შეჯამება

ოთხშაბათი, 13 თებერვალი

  • 10:00 შესავალი QGis-ში
  • 10:45 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 11:00 გეო-ტექნოლოგიების შეჯამება
  • 12:00 შესავალი XML-სა და EpiDoc-ში
  • 13:00 შესვენება
  • 14:00 Oxygen. ობიექტის აღწერა
  • 15:00 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 15:30  შეკითხვები/შეჯამება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი

  • 10:00   EpiDoc ფაილების ტრანსფორმაცია EFES-ში.
  • 10:45 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 11:00 EpiDoc და ლაიდენის კონვენცია
  • 12:00 EpiDoc და ინდექსაცია.
  • 13:00 შესვენება
  • 14:00 შიდა კონტროლირებადი ლექსიკონები
  • 15:00 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 15:30 შეკითხვები/შეჯამება

პარასკევი, 15 თებერვალი

  • 10:00  EpiDoc და ტექსტის ვარიანტები. კრიტიკული აპარატი.
  • 10:45 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 11:15 პრეზენტაციები
  • 12:15  დისკუსია
  • 13:00 შესვენება (ყავა, ჩაი)
  • 13:30  შეკითხვები/შეჯამება

რეგისტრაციის პირობები
NB ვორკშოპის განმავლობაში სავარჯიშოების შესასრულებლად აუცილებელია თან იქონიოთ:

  • ლეპტოპი, რომელზეც დაინსტალირებული იქნება Oxygen XML Editor (თუ უკვე არ გაქვთ ეს პროგრამა, გთხოვთ გადმოწეროთ, დააინსტალიროთ და გააქტიუროთ ოცდაათდღიანი უფასო ვერსია);
  • გთხოვთ წინასწარ დარეგისტრირდეთ Recogito-ზე. ასევე დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ GoogleMaps თქვენი მეილით დაუკავშირდეთ;
  • გადმოწერეთ და დააინსტალირეთ QGIS და დარეგისტრირდით ArcGis online-ზე;
  • გადმოწერეთ და დააინსტალირეთ EFES პლატფორმა ამ ინსტრუქციის მიხედვით Quickstart Guide. შემდგომ პროცესს გაივლით მომხსენებლებთან ერთად.

თითოეული ეს ნაბიჯი აუცილებელია ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 6, 2019
Time:
11:34
Event Category:
Event Tags: