
16 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ სწავლა/სწავლების ინოვაციურ ხერხებს, რაც ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას.
ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში 2018 წლის სექტემბერში შეირჩა 15 აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომლებმაც ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ტრენერთა მომზადების 5-დღიანი ტრენინგები (TOT) გაიარეს გრაცის, ლუვენის, პორტოს, ლინკოპინგისა და ბარსელონის უნივერსიტეტებში.
ამჟამად ტრენერები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირებს შესთავაზებენ 5 ტრენინგკურსს შემდეგი მიმართულებებით:
პრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია. შემდეგ ტრენერები აუდიტორიას გააცნობენ დაგეგმილი ტრენინგების შინაარსსა და სტრუქტურას.
დრო: 16 იანვარი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2019 წელი
[wpai_display_imported_files_here]