Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი

ნოემბერი 12, 2018 / 18:00

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოების ელჩები საქართველოში:

  • ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო;
  • ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი;
  • ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევა;
  • გერმანიის ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში მიხაელ ფაბრი;
  • დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი;
  • თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჩერენ იაზგანი;
  • იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა;
  • იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი;
  • რუმინეთის ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბა;
  • საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი;
  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.

სიმპოზიუმს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

ღონისძიებას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი.

ღონისძიებას მუსიკალურ აკომპანემენტს გაუწევს ანხელეს იგლესიასი.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 12 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: დარბაზი B 201 (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 12, 2018
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: