
12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფ. პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის (ნაზარლების ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შუქზე)“.
მომხსენებელი ისაუბრებს ნაქალაქარში აღმოჩენილი სამლოცველოს განძში შემავალ ბრინჯაოს მახვილის იმიტაციების სავარაუდო ფუნქციაზე.
დრო: 12 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]