
12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის – „პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი“ – პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება კვლევის ავტორი და სამართლის სკოლის ლექტორი ანტონ ქელბაქიანი.
კვლევის მიზანი იყო პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესის შეფასება, რომელიც განხორციელა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mainline Foundation” (ნიდერლანდები) ერთად.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
დრო: 12 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]