
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”. ლექციათა სერია ტარდება საქართველოს 7 ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
ლექციათა ციკლის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში, 6 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32).
მომხსენებელი:
გიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, პროექტის მკვლევარი
დასწრება თავისუფალია
[wpai_display_imported_files_here]