Loading Events

« All Events

  • This event has passed.

STEM განათლება: დაწყებითი კლასების ჩართვა მათემატიკურ თამაშებში და ინჟინერული დიზაინის შესწავლაში

ივნისი 4, 2018 / 19:00

4 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში გაიმართება ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მასაჩუსეტსი, აშშ) დოქტორების – ნიკი გლენისა და პოლინა საბინინის საჯარო ლექცია, რომელზეც განხილული იქნება თამაშზე დაფუძნებული სწავლების როლი მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში.

დოქტორი გლენი განიხილავს რამდენიმე მაგალითს თავისივე თანაავტორობით დაწერილი კურიკულუმის მოდულებიდან „ინჟინერია არის ელემენტარული”, რომელიც I-V კლასის მოსწავლეთათვის ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა.  დოქტორი საბინინი კი ისაუბრებს I-V კლასელთა ლოგიკისა და სივრცითი აზროვნების განვითარებაში მათემატიკური საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობაზე.

გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/SNNvR0RkCG4llQIN2

ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 4 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 4, 2018
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: